logo
ENG



საპატრიარქომ ან უნდა უარყოს ეს ფაქტი, ან დაადასტუროს - მეუფე მელქისედეკი

27 ოქტ 201916:49
3 წუთის საკითხავი
 
dy3uanzjzs8v42d.jpg

უმაღლესი რანგის სასულიერო პირები იმედს გამოთქვამენ, რომ საპატრიარქო მალე გააკეთებს განცხადებას. ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი თავადაც აპირებს განცხადების გაკეთებას, ხოლო მეუფე მელქისედეკი ამბობს, რომ ის საპატრიარქოსგან პოზიციის გამოხატვას ელოდება.

„არ ვიცი, იყო თუ არა ეს, ამიტომ საპატრიარქომ ან უნდა უარყოს ეს ფაქტი, ან დაადასტუროს. აუცილებელია განცხადების გაკეთება. იმედია, მალე იქნება პასუხი“, - ამბობს მეუფე მელქისედეკი.

ბრალდებების მთავარი ადრესატი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მეუფე იაკობის განცხადება პატრიარქთან  იყო შეთანხმებული. 

„არაერთხელ მოვისმინე მე მისი ბოდვა და როცა ადამიანი ვერ ადასტურებს ბრალდებებს, მეორედ ეკლესია არ იღებს მას. ამ ნორმით საერთოდ აღარ მოვისმენდი, მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს საკუთარ განცხადებებზე. პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელმაც წელს ზაფხულში დააჯილდოვა კიდეც მეუფე იაკობი. ციანიდის საქმე ბევრად ადრე დაიგეგმა, მაშინ როცა მამაოს პატრიარქის მდივან-რეფერენტმა მისცა ხუთასი დოლარი ციანიდის საყიდლად. შემდეგ ჩაითრიეს ხელისუფლება მათი უგუნურებით და აუცილებლად მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება“, - აცხადებს მეუფე პეტრე.

საპატრიარქო  ჯერჯერობით ისევ დუმილს ინარჩუნებს. დღეს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია საპატრიარქოში იერარქების შესაძლო შეკრებაზე, რომელსაც მეუფე იაკობი და მეუფე პეტრეც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საპატრიარქოში ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. 


close დახურვა